24 თებერვლიდან მოყოლებული, ჯამში 27 760 უკრაინის დამცველი დაჯილდოვდა უკრაინის სახელმწიფო ჯილდოთი. ხელი მოვაწერე ძალიან მნიშვნელოვან, სპეციალურ განკარგულებას, რომ უკრაინის სახელმწიფო ჯილდო აგრეთვე გადაეცეთ ჩვენი ქვეყნის უცხოელ მეგობრებს, პარტნიორებსა და მათ, ვინც თავისუფლებისა და ცხოვრებისთვის ბრძოლაში გვეხმარება. გადაეცეთ მათ, ვისაც ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. გადაეცეთ მათ, ვისი მადლიერიც უკრაინა ყოველთვის იქნება. იმიტომ, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მთელი ერის ბრძოლაა და მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი, რომ ის წარმატებული იყოს. ეს ბრძოლა უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბითაა. სწორედ ამიტომ, უკრაინა და უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს. მსოფლიოში თავისუფლებისთვის წარმატებული ბრძოლა არ შეიძლება, მხოლოდ ცალკეული ადამიანების ან ცალკეული ქვეყნების ბრძოლა იყოს. ეს არის საერთო სამუშაო, საერთო შედეგი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ყველას ძალისხმევისა და სოლიდარობის წყალობით, ვინც აფასებს თავისუფლებას და ვინც არ ეგუება ტირანიას. თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს, ჩვენც გავიმარჯვებთ. მარადიული დიდება ჩვენს გმირებს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: უკრაინის სახელმწიფო ჯილდო ჩვენი ქვეყნის მეგობრებსა და პარტნიორებსაც გადაეცემათ
tbl.ge/6453
დაკოპირდა

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
ამავე თემაზე
- ჩონჰარის ხიდზე უკრაინის დარტყმის შემდეგ ყირიმში შემავალ გზაზე რუსული სატვირთოების რიგებია
- აშშ-ს სენატის კომიტეტმა 2027-ის ბიუჯეტში უკრაინისთვის $750 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა
- Politico: უკრაინა 20 მილიარდ დოლარს ითხოვს რუსეთის "გადასაწვავად"
- უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდზე 50 რუსულ სამხედრო მანქანას დაარტყა
- ბროვდის თქმით, "ახლო მომავალში" უკრაინა ოკუპირებულ ყირიმს რუსეთისგან იზოლაციაში მოაქცევს




