უკრაინა

ზალუჟნი: ვინც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, მისი გემო იცის, სისხლისა და სიკვდილის გემო

როგორ შეიძლება დამოუკიდებლობა შეიგრძნოთ? ვინც მისთვის იბრძვის, მისი გემო იცის. ეს არის კანში გამჯდარი მიწის გემო, სისხლისა და სიკვდილის გემო, რომლითაც ჰაერია გაჯერებული. ცრემლების მლაშე გემო.

დამოუკიდებლობა – ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც მხრებზე გაწევს. მიდიხარ ბრძოლაში და იცი, რომ ყველა არ დაბრუნდება. ცოცხლებიც და დაღუპულებიც მუდამ შენთან დარჩებიან. სინდისსა და ხსოვნაში...

დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან მისთვის იბრძოლონ. მადლობა თქვენ, უკრაინის მცველო კაცებო და ქალებო! მე მაქვს თქვენთან ერთად მსახურების პატივი. მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს! მარადიული დიდება ცოცხლებს! დიდება უკრაინას!

თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეოში.

კომენტარები