ბადრი ესებუას საქმე

გომელაური ბადრი ესებუაზე: კარგი იქნებოდა, დაგვეკავებინა, თუმცა, ვერ დავაკავეთ

ბადრი ესებუა ძებნაზე დასმულია, მისჯილი აქვს. გამოცხადებულია ძებნა წითელი ცირკულარით, ყველაზე მეტად მე მინდა და ჩვენ გვინდა, რომ დავაკავოთ. მაშინ ელემენტარულად ერთი ადამიანიც რომ მომკვდარიყო, უბრალოდ, არ ვლაპარაკობ მასაზე, რომ აეფეთქებინა ხელყუმბარა და ათეულობით ადამიანი დაღუპულიყო, ამას აღარავინ უყურებს. კარგად რომ დამთავრდა, ახლა ამაზე მიდის ხუმრობა, მესმის. კარგი იქნებოდა, რომ ის დაგვეკავებინა, თუმცა, ასე მოხდა, რომ ვერ დავაკავეთ. კიდევ ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრია ასეთი, მაგალითად, პოლიცილების მკვლელები, როდესაც 2004-2005-წლებში მომხდარი დანაშაულის ჩამდენები შარშან დავაკავეთ. 18 წელი გავიდა. მე ვერ წარმოვიდგენ, რომ იგივე ვანო მერაბიშვილს, ბატონ მინისტრს არ უნდოდა მისი დაკავება, ვერ წარმოვიდგენ, რა თქმა უნდა, უნდოდა, მაგრამ ვერ დააკავეს. ხდება, სამწუხაროდ. ესებუა გახდა სასაცილო, თუმცა, სასაცილო ჩემთვის მართლა არ არის. ყველას გვინდა, რომ ის დავაკავოთ, მაგრამ, ნუ, სამწუხაროდ, ვერ დავაკავეთ.

ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეიარაღებული ესებუა საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

კომენტარები