დუგინის შვილის აფეთქება

პუშილინი დუგინის შვილის აფეთქებას უკრაინელებს აბრალებს

უკრაინის ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინი კრემლის ულტრა მემარჯვენე პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის აფეთქებას უკრაინას აბრალებს.

პუშილინის ბრალდებით, "უკრაინული რეჟიმის ტერორისტები" თავად ალექსანდრ დუგინის მოკვლას ცდილობდნენ.

როგორც რუსულ მედიაში წერენ, მოსკოვთან აფეთქებული მანქანა, რომლითაც დარია დუგინი ღინისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა საშუალებით მივიდა. მისივე დადასტურებული ინფორმაციით, ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა.

თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის გარეუბანში კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მანქანა აფეთქდა. გამოცემა წერდა, რომ წინასწარი ინფორმაციით, დარია დუგინი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციასა და შემთხვევის ადგილიდან კადრებს Telegram-ის საშუალებით გაავრცელა არხმა 112-მაც 

აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. გამოცემა BAZA წერს, რომ აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აფეთქების ადგილას მისული ალექსანდრ დუგინი ჩანს.

დარია დუგინის აფეთქების შედეგად სიკვდილი რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიებშიც დაადასტურეს.

დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.

კომენტარები