დუგინის შვილის აფეთქება

BAZA: მოსკოვის გარეუბანში ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანა აფეთქდა, სავარაუდოდ, ის დაიღუპა

t.me/s/bazabazon

გამოცემა BAZA-ს ინფორმაციით, მოსკოვის გარეუბანში კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მანქანა აფეთქდა. გამოცემა წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, დარია დუგინი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციასა და შემთხვევის ადგილიდან კადრებს Telegram-ის საშუალებით ავრცელებს არხი 112-ც.

აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. გამოცემა BAZA წერს, რომ აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აფეთქების ადგილას მისული ალექსანდრ დუგინი ჩანს.

დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

კომენტარები