რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინისთვის დამატებით $750 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დაეხმარებას გამოყოფს

Wolfgang Schwan/Anadolu Agency via Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, აშშ უკრაინისთვის 775 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოყოფს.

პაკეტში შედის ოთხი დამატებითი მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS, ჰაუბიცები და 36 000 ტყვია, 15 სათვალთვალო დრონი და 40 ჯარის სატრანსპორტო მანქანა.

თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინა ასევე მიიღებს 50 ჰამვის ტიპის მანქანას, 1000 ჯაველინს, 2000 ჯავშანსაწინააღმდეგო ტყვიას, ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობას და ახალი საკომუნიკაციო სისტემებს. 

მანამდე, თვის დასაწყისში აშშ-მ უკრაინისთვის $550 მილიონი დახმარება გამოყო. ახალი პაკეტის გათვალისწინებით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას უსაფრთხოების საკითხებში 10.6 მილიარდი დოლარით დაეხმარა.

რუსეთზე ათობით ქვეყნის, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაზრდილია ზეწოლა, რათა თავისი ჯარები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურიდან გაიყვანოს.

კომენტარები