ივანიშვილის დეპუტატები

მაჭარაშვილი: აშშ-ს საელჩო ცოცხალი თავით არ ემიჯნება ომის რიტორიკას და ქვეყანაში არეულობას

სუბიექტურია ამერიკის საელჩო იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეში ხედავს თავისი გადმოსახედიდან ნაკლს და ნეგატივს, ხოლო რადიკალურ ოპოზიციაში ამას ვერ ხედავს. ბუნებრივია, აქედან გამომდინარეობს ეს ლოგიკა. რასაც საქართველოს საზოგადოება ემიჯნება, ეს არის ომის რიტორიკა და არეულობა ქვეყანაში, ამას ცოცხალი თავით არ ემიჯნება ამერიკის საელჩო.

[...] სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი კითხვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, გაუგებარს უწოდებს და რაღაც შეთქმულებებზე საუბრობს. საინტერესოა, რა არის შეთქმულება, მისი აზრით. ის, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე და ანგარიში მოსთხოვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? თუ ამერიკაში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში კანონის უზენაესობა და თანასწორობა საელჩომ უნდა განსაზღვროს, როგორი იყოს?

თქვა ქართული ოცნებიდან წასულმა ივანიშვილის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა. საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა მმართველი პარტიიდან წასულ დეპუტატებზე საუბრისას თქვა, რომ "არ ვარ დარწმუნებული, ვის წარმოადგენენ და არ ვარ დარწმუნებული, რამდენად განსხვავებიან მმართველი პარტიისგან".

კომენტარები