რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პუტინი: რუსეთის გაუქმების მცდელობები ფუჭი და სასაცილოა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, დასავლეთის მხრიდან "რუსეთის გაუქმების" მცდელობები უშედეგოდ დასრულდება.

"რუსეთისა და მისი კულტურის გაუქმების მცდელობები ფუჭი და სასაცილოა, ამ მიზნისკენ სწრაფვაც კი სისულელეა, ხოლო ისინი ვინც სხვანაირად ფიქრობენ, ისტორიიდან ვერაფერი უსწავლიათ". - თქვა პუტინმა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები