რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ დონეცკში დატყვევებულ 3 უცხოელ მებრძოლს სიკვდილით დასჯა ემუქრება

REUTERS/Alexander Ermochenko

ოკუპირებულ დონეცკში ე.წ. სასამართლომ 15 აგვისტოს 5 უცხოელ მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის ძალებთან ბრძოლაში დაატყვევეს, ბრალი წაუყენეს, მათგან 3-ს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

მარიუპოლში დატყვევებული ბრიტანელი, ჯონ ჰარდინგი, ხორვატიელი ვიეკოსლავს პრევეგი და შვედეთის მოქალაქე მატიას გუსტაფონი შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.

მოსამართლემ განაცხადა, რომ სასამართლო ოქტომბრის დასაწყისში განახლდება. 

აქამდე, 9 ივნისს  ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ ტყვედ ჩავარდნილ ბრიტანეთის ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

კომენტარები