რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონეცკის მარიონეტულმა ე.წ. სასამართლომ ბრიტანელ მოხალისეებს სიკვდილი მიუსაჯა

ბრიტანელი და კანადელი მოხალისეების ერთ-ერთი ბატალიონის ემბლემა

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკი სასამართლომ ტყვედ ჩავარდნილ ბრიტანეთის ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

როგორც რუსული მხარე იუწყება, სიკვდილმისჯილები არიან ბრიტანეთის მოქალაქეები ეიდენ ასლინი და შონ პინერი და მაროკოს მოქალაქე – საადუნ ბრაჰიმი. 

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, ბრაჰიმმა, პინერმა და ასლინმა აღიარეს ბრალი, რომ ძალაუფლების ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, რაც დსრ-ს ე.წ. კონსტიტუციით, დახვრეტით ისჯება.

რუსულუ სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, სიკვდილმისჯილებს აქვთ შეწყალების უფლება.

კომენტარები