რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: რუსეთს ბევრი მოკავშირე ჰყავს, რომლებიც ე.წ ჰეგემონს არ ემორჩილებიან

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთს სხვადასხვა კონტინენტზე ბევრი პარტნიორი ჰყავს, რომლებიც "ჰეგემონის" წნეხს არ ემორჩილებიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა Армия-2022-ის გახსნაზე ისაუბრა.

"ჩვენ ვაფასებთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა კონტინენტზე ბევრი მოკავშირე, პარტნიორი და თანამოაზრე ჰყავს. ეს სახელმწიფოები ე.წ. ჰეგემონის წნეხს არ ემორჩილებიან და მათი ლიდერები ნამდვილ მამაკაცურ ხასიათს ავლენენ". - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებაც ისაუბრა.

"დღეს ჩვენი მეომრები თავიანთ ვალს სამშობლოს წინაშე ღირსეულად იხდიან - ისინი რუსეთისთვის, მშვიდობიანი ცხოვრებისთვის იბრძვიან და ყველა დავალებას თანამიმდევრულად ასრულებენ". - თქვა პუტინმა.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები