აქტივისტები: ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრისთვის ქუთაისის მერიამ 1 000-1 000 ლარით დაგვაჯარიმა

ევროპა ჩვენი სახლია / Facebook

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ქუთაისში ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო მერიამ ისინი 1 000-1 000 ლარით დააჯარიმა. არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩემი სახლიას წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის თქმით, მერიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 7 აგვისტოს ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ "სტიკერების თვითნებურად განთავსების" გამო გაუგზავნა.

"1 000-1 000 ლარით მხოლოდ იმის გამო დაგვაჯარიმეს, რომ რუსულ ჩეჩმაში ქვეყნის ჩავარდნას ვაპროტესტებთ. რუსეთს მტერს ვეძახით. იქ არის ჩვენი ადგილიო ბორინკა და მისი რეზიდენტები გვეუბნებიან. ვისაც გინდათ რომ იყოთ, იჯექით, ბუსუნს ნუ გაიღებთ, ის უკვე აქ არის". – წერს ბარათაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები