რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ჩვენმა სამხედროებმა გუშინ 200 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს" – უკრაინა ოკუპანტების დანაკარგებზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 12 აგვისტოს მონაცემებით რუსი ოკუპანტების დანაკარგებზე ინფორმაციას ავრცელებს.

უკრაინის ცნობით, ოკუპანტებმა დაკარგეს: 

  • ჯარისკაცი - დაახლოებით, 43200 (+200)
  • ტანკი - 1 849 (+3)
  • ჯავშანტექნიკა - 4 108 (+8)
  • საარტილერიო სისტემა - 975 (+1)
  • სარაკეტო სისტემა - 261 (+0)
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 136 (+2)
  • თვითმფრინავები - 233 (+1)
  • ვერტმფრენი - 193 (+0)
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 778 (+6)
  • საკრუიზო რაკეტები - 185 (+0)
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3021 (+3)
  • გემი/ნავი/კატარღა - 15 (+0)
  • სპეციალური აღჭურვილობა - 90 (+0)

"მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი დონეცკის მიმართულებით განიცადა. მონაცემები ზუსტდება". - წერია გენშტაბის განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო მონაცემებს ყოველდღიურად ანახლებს - გამოთვლას საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს.

კომენტარები