საქართველო-უკრაინა

თალაკვაძე: უკრაინა ომშია, თავს ვიკავებთ, ვთქვათ ის, რასაც პოლიტიკური პირები იმსახურებენ

ვინაიდან ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა იმყოფება რუსეთთან ომში, ჩვენ, რა თქმა უნდა, თავს ვიკავებთ მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები უკრაინის ხელისუფლებიდან კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებაში, რომელსაც სინამდვილეში ისინი იმსახურებენ. 

რაც შეეხება დავით არახამიას, პირდაპირ და მოკლედ მინდა გითხრათ, რომ მისი მხრიდან საქართველოს მიმართ არი არამეგობრული განცხადებები. როდესაც უკრაინაში არის ომი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობის ნარატივს. 

ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე. 

კომენტარები