მოღალატეობრივი, მავნებლური ბოდვა რომ შევყაროთ ერთად, რაც კი ამ წლების განმავლობაში გაგვიგია და ყველანაირი თეორიები, ეს წერილი კონცენტრირებული ქვეყნის ღალატის აღწერაა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, პირადად მისი ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა ეს, მაგრამ მნიშვნელობაც არ აქვს მაგ დეტალს. ეგ არის ამ კაცისა და მისი გარემოცვის არსი, საკუთარი ინტერესებისთვის უტიფარი ბოდვით ქვეყნის ინტერების ღალატი, თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირება და საქართველოს მარტო დატოვება.
ივანიშვილის დეპუტატები
ბოკერია ივანიშვილის დეპუტატების წერილზე: კონცენტრირებული ქვეყნის ღალატის აღწერაა
tbl.ge/63rx
დაკოპირდა

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ივანიშვილის დეპუტატების მორიგ წერილს, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ-ს ქართული ოცნების შეცვლის გეგმა აქვს. მათივე მტკიცებით, საელჩოს ხელისუფლებაში "უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი" ადამიანების მოსვლა სურს, რომლებიც "თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს".
ამავე თემაზე
- ვინ არის კონგრესმენი ლუნა, რომელმაც ივანიშვილის დეპუტატები აშშ-ში ღონისძიებაზე მიიწვია
- ივანიშვილის დეპუტატები: სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი 2008-ის დანაშაულზე ხელის დაფარებაა
- ევროპას ღირებულებებს ართმევენ, EU სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედებს – ხალხის ძალა
- სირცხვილია პაპუაშვილს პასუხობს და ფინანსური დონორების ჩამონათვალს აქვეყნებს
- შეუთავსებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპენთან – ომბუდსმენი დეპუტატების ინიციატივაზე




