რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანტონიო გუტიერეში მხარეებს ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ნებისმიერი სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების გაყვნისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ატომური ელექტროსადგურების დაზიანებას შესაძლოა გლობალურად კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

"ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ნებისმიერ პოტენციურ ზიანს ზაპოროჟიესა და ყველა სხვა ატომურ დაწესებულებასთან უკრაინაში, შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ახლომახლო ადგილებში, არამედ მთელი რეგიონისა და მის გარეთაც. ეს ყოვლად მიუღებელია". – თქვა გუტიერეშმა. 

უკრაინის ეროვნული ატომური ენერგოგენერირების კომპანია ენერგოატომი აცხადებს, რომ  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს. 

5 აგვისტოს დაბომბვის შედეგად რუსმა დამპყრობლებმა სერიოზულად დააზიანეს აზოტ-ჟანგბადის სადგური და ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ერთობლივი დამხმარე შენობა - არსებობს წყალბადის გაჟონვის და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის რისკი. 

"დაბომბვის შედეგად სერიოზულად დაზიანდა აზოტ-ჟანგბადის სადგური და ერთობლივი დამხმარე შენობა, ჯერ კიდევ არსებობს წყალბადის გაჟონვის და რადიოაქტიური შესხურების რისკები, ასევე მაღალია ხანძრის საშიშროება". - აღნიშნულია განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთ ენერგობლოკზე ამოქმედდა ავარიული დაცვის მოწყობილობა, რის გამოც სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთ-ერთი გამოირთო. 

ენერგოატომის ცნობით, პერსონალი აგრძელებს მუშაობას ასეთ პირობებშიც და ყველა ღონეს ხმარობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

6 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ერმარკმა TELEGRAM-ზე დაწერა, რომ ის, რაც ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე ხდება, არის ბირთვული ტერორიზმი რუსეთისგან.

ერმარკი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთელი ბირთვული ინდუსტრია სანქციების ქვეშ უნდა იყოს და თავად რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიაში უნდა შევიდეს. 

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დამპყრობლების მიერ დაბომბვის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა მკაცრი სანქციების გამოყენება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ.

კომენტარები