დონალდ ტრამპი

პელოსი: კანონზე მაღლა არავინ დგას, მათ შორის, არც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი

Anna Moneymaker/Getty Images

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკა სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ სეროოზული ნაბიჯია, თუმცა კანონზე მაღლა არავინ, მათ შორის, არც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი არ დგას.

"ჩვენ გვჯერა კანონის უზენაესობის და მასზე მაღლა არცერთი ადამიანი არ დგას - არც აშშ-ს პრეზიდენტი, არც ყოფილი ყოფილი პრეზიდენტი". - თქვა პელოსმა.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ფლორიდაში მის სახლში FBI-ის აგენტები შევიდნენ და მისი სეიფი გატეხეს. 

ტრამპის სიტყვებით, პალმ ბიჩში სახლი "FBI-ის აგენტების დიდი ჯგუფის მიერ იყო ოკუპირებული". როგორც BBC წერს, ჩხრეკა ოფიციალურ დოკუმენტებზე დაწყებულ გამოძიებასთან არის დაკავშირებული, რომლებიც, ამერიკული მედიის ცნობით, შესაძლოა, ტრამპმა თეთრი სახლიდან წაიღო. 

CBS News-ის ცნობით, ჩხრეკის დროს ტრამპი აშშ-ში, ტრამპ თაუერში იმყოფებოდა.  

აშშ-ს პრეზიდენტები ვალდებულნი არიან, საკუთარი ყველა წერილი, სამუშაო დოკუმენტი და ელექტრონული წერილი ეროვნულ არქივს გადასცენ. თუმცა, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპმა პრეზიდენტობის შემდეგ მრავალი დოკუმენტი წაშალა. 2022 წლის თებერვალში ეროვნულმა არქივმა, რომელის პრეზიდენტის ჩანაწერების შენარჩუნებისთვის მუშაობს, იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა, ოფიციალურ დოკუმენტებსა და დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. 

ეროვნული არქივის განცხადებით, ფლორიდაში მდებარე სახლიდან 15 ყუთი ამოიღეს, მათგან ნაწილში საიდუმლო ჩანაწერები ინახებოდა.

კომენტარები