ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრა

დეგნანი: ივანიშვილთან მის პირად ფინანსურ გარიგებებზე ან სანქციებზე არ მისაუბრია

ცხადია, არ მსურს ბატონი ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა. ჩვენი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც წესი, პირად შეხვედრებს არ ვასაჯაროებთ, იქნება ეს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, თუ ვინმე სხვასთან. უბრალოდ დიპლომატიისთვის არ არის მიღებული წესი, რომ ასე მოიქცეს, თუკი მეორე მხარეს ურჩევნია, რომ ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს. მაგრამ, როგორც კი გაირკვა, რომ ივანიშვილი თავად საუბრობდა ამ შეხვედრაზე, მე დავადასტურე, რომ ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს პარტნიორობასა და მრავალი სხვა სფეროს შესახებ, სადაც აშშ ცდილობს, საქართველოს განვითარებას მხარი დაუჭიროს. ცხადია, ბიძინა ივანიშვილი გავლენიანი ქართველია. ის ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ, ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა, როგორც ბევრ სხვა საქართველოს მოქალაქესთან. სინამდვილეში დიპლომატების საქმიანობა სწორედ ეს არის. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს შევხვდეთ. ასევე, ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ს ერთგულებაზე საქართველოს მიმართ. ჩვენს ძალისხმევაზე, რომ ჩვენი საქმიანობით საქართველოსთვის მრავალმხრივი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე, სანქციებზე ან რაიმეზე, რაც შესაძლოა, წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟის, ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობად. შეხვედრისას ამ თემებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ ფორმულასთან საუბარში. ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს, მისივე თხოვნით შეხვდა და ის დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა

კომენტარები