ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრა

მდინარაძე: ელჩს ივანიშვილთან შეხვედრა რომ თავის დროზე დაედასტურებინა, კითხვები არ იქნებოდა

მკაფიო პასუხი შემდეგ გაგრძელებებს გამორიცხავს. არასწორს, სწორს, არასწორ ინტერპრეტაციებს თუ ასე შემდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, გაგრძელებას გამორიცხავს საერთოდ. არავის მიეცემა საშუალება, რომ რაღაც თემაზე კიდევ დამატებითი კითხვები დაისვას, როგორც კი მკაფიო პასუხები იქნება. სადაც ორაზროვანი პასუხებია, იქ მერე დამატებითი კითხვები ჩნდება. ახლა ქალბატონ ელჩს თავის დროზე რომ ეთქვა - კი ბატონო, ბიძინა ივანიშვილს შევხვდი. ხომ აღარ იქნებოდა მერე კითხვა - შეხვდით თუ არა? ასჯერ ნაკითხი. მკაფიო პასუხი იქნებოდა, რომ შეხვდა. ახლა რომ განაცხადა, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგა, ამ განცხადების ნაწილი ორაზროვანი აღარ არის. მაგრამ დღევანდელი განცხადებების დამაჯერებლობა რომ უფრო მყარი ყოფილიყო, ხო უფრო კარგი იქნებოდა?

თქვა ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ TV იმედის ეთერში. ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს, მისივე თხოვნით შეხვდა და ის დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. შეხვედრა კელი დეგნანმაც დაადასტურა და თქვა, რომ მისი შინაარსი ეხებოდა სტრატეგიულ პარტნიორობას და არავითარ ომში ჩართვასა და შანტაჟზე საუბარი არ ყოფილა.

კომენტარები