ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრა

იონათამიშვილი: ხალხისთვის საინტერესოა დეგნანისა და ივანიშვილის შეხვედრის შინაარსი

დღეს უკვე ვიცით, რომ ივანიშვილი და დეგნანი არცთუ ისე დიდი ხნის წინ ნამდვილად შეხვდნენ ერთმანეთს. მაგრამ, საზოგადოებამ საუბრის შინაარის შესახებ არ იცის და მე ვფიქრობ, რომ ხალხისთვის შინაარსიც ძალიან საინტერესოა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება და ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, თუ გარკვეული განმარტებები შინაარსზეც გაკეთებოდა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი. ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს, მისივე თხოვნით შეხვდა და ის დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. შეხვედრა კელი დეგნანმაც დაადასტურა და თქვა, რომ მისი შინაარსი ეხებოდა სტრატეგიულ პარტნიორობას და არავითარ ომში ჩართვასა და შანტაჟზე საუბარი არ ყოფილა.

კომენტარები