რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი ზაპოროჟიეზე: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს წვდომა

Reuters

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლი, ჯოზეფ ბორელი, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომას ითხოვს. 

ბორელი TWITTER-ზე ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვასა და ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებას ეხმიანება და რუსეთის აგრესიას გმობს. 

"ეს არის ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული და უპასუხისმგებლო დარღვევა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს წვდომა".- წერს ბორელი. 

5 აგვისტოს დაბომბვის შედეგად რუსმა დამპყრობლებმა სერიოზულად დააზიანეს აზოტ-ჟანგბადის სადგური და ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ერთობლივი დამხმარე შენობა - არსებობს წყალბადის გაჟონვის და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის რისკი. უკრაინის ეროვნული ატომური ენერგოგენერირების კომპანია ენერგოატომი აცხადებს, რომ  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს

კომენტარები