რუსი ტურისტები საქართველოში

კობახიძე: 1968 წელს სსრკ-მ ჩეხოსლოვაკია დაიპყრო, ამის გამო, ბაბუაჩემი ცუდი კაცი იყო?

1968 წელს საბჭოთა კავშირმა დაიპყრო ჩეხოსლოვაკია, ამის გამო ბაბუათქვენი ხომ არ იყო ცუდი კაცი, ან ბაბუაჩემი? აქ მარტივ რაღაცაზეა საუბარი - როდესაც ქსენოფობიური კამპანია არის აგორებული და ცდილობენ ზიზღის გაღვივებას რიგითი რუსის მიმართ, ეს არის სამარცხვინო ქმედება ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარდა იმისა, რომ ერთადერთი მიზანი რასაც ეს ემსახურება არის უბიძგონ ქვეყანას ომისკენ. ეს არის სამარცხვინო, ეს არის კამპანია, რომელიც პირდაპირ კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის ქვეყანაში შემოსვლასა და მათთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.

კომენტარები