რუსი ტურისტები საქართველოში

კალაძე: ტურისტების შემოდინებას მივესალმებით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ

რა არის ამაში პრობლემა? რა თქმა უნდა, ეს ნორმალურია. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ომს არ იწყებს, ომში არ ერთვება და მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება. ასევე, საქართველო სანქციებს არ უერთდება. ჩვენ ტურისტების შემოდინებას მივესალმებით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ რომელიმე პიროვნება ან კომპანია სანქცირებულია, რა თქმა უნდა, ამას საქართველოში კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ჩვენს ქვეყანაში არსებობს კონსტიტუციაც და კანონიც.

ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ ვერ ხედავს რაიმე პრობლემას იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უპრობლემოდ უშვებს არა მხოლოდ ტურისტული მიზნებით, არამედ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი აქ თავიანთ ბიზნესებს არეგისტრირებენ, ახალ ბიზნესებს იწყებენ, ბინადრობის უფლებას ითხოვენ და ა.შ. 

კომენტარები