რუსი ტურისტები საქართველოში

ბოკერია რუსების შემოსვლაზე: მტერს შესაძლებლობებს უფართოვებს, რომ უფრო ღრმა ქსელი ჰქონდეს

ამ პუტინისტურ-კოლაბორაციონისტული რეჟიმის პირობებში ზიანი უკვე მოტანილია. ყოველგვარი რაციონალური ფილტრის გარეშე, მტრული სახელმწიფოს დიდი რაოდენობით მოქალაქე შემოვიდა, რაც ჩვენს მტერ სახელმწიფოს ისედაც არსებულ შესაძლებლობებს უფართოვებს, რომ მომავლისთვის აქ კიდევ უფრო ღრმა ქსელი ჰქონდეს. ეს უკვე დიდი პრობლემაა. პუტინის რუსეთი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, შესაძლოა მათ თვითონ ჩაკეტონ საზღვარი. ამიტომ, ჩვენ, როგორც აქამდე, ახლაც ამ რეჟიმის შეცვლაზე უნდა ვფოკუსირდეთ. იმიტომ, რომ პუტინისტური რეჟიმის შეცვლა ნებისმიერი ეფექტური პოლიტიკის გატარების წინაპირობაა. აქ მთავარი ფოკუსი სავიზო რეჟიმი კი არ არის, სავიზო რეჟიმის გარეშეც შეგიძლია, რომ ფილტრი დააყენო და აღარ შემოუშვა, ან ეს ფილტრი შენი ქვეყნისთვის ეფექტურად გამოიყენო. ჩვენ კი დღემდე ვხედავდით, რომ ამ შესაძლებლობას ხშირად პუტინის მტრებს უზღუდავდნენ. ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში ვიცით, რომ ფილტრი ან არ არსებობდა, ან პირიქით, შემოშვებასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნისთვის მტრული კრიტერიუმებით მიღებული გადაწყვეტილებები იყო.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველო-რუსეთის საზღვართან, ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეების დიდი რიგები შეინიშნება.

კომენტარები