იტალია

იტალიის პოლიციამ პუტინთან დაახლოებულ არქიტექტორს 141 მილიონი ევროს ქონება ჩამოართვა

იტალიის საგადასახადო პოლიციამ 141 მილიონი ევროს ქონება ჩამოართვა რუსეთის პრეიზდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ არქიტექტორს, ლანფრანცო კირილიოს, რომელმაც შავი ზღვის ნაპირზე "პუტინის სასახლედ" წოდებული მდიდრული სახლი დააპროექტა. 

საგადასახადო პოლიციის მიერ 3 აგვისტოს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ქონების ჩამორთმევის მიზეზი კირილიოს მიერ ჩადენილი საგადასახადო დანაშაულია.

კირილიოს ადვოკატმა დაადასტურა, რომ მის კლიენტს ქონება ჩამოართვეს, თუმცა აღნიშნა, რომ ის იტალიაში გადასახადების მხრივ არანაირი კანონი არ დაურღვევია. მისი თქმით, კირილიო რუსეთში ცხოვრობს და მან რუსეთის მოქალაქეობა 2014 წელს მიიღო.

იტალიის პოლიციის მიხედვით, ჩამორთმეულ ნივთებს შორის არის შვეულმფრენი, მდიდრული საკუთრებები, ნაღდი ფული, სამკაულები და მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები. 

 

კომენტარები