ივანიშვილის გვარი ამდენჯერ რატომ ხმოვანდება? ადამიანის, რომელიც რეალურად პოლიტიკაში არ არის. იმიტომ, რომ ერთი - ქვეცნობიერი კომპლექსი აქვთ. ქვეცნობიერი კომპლექსური რაღაც შიში, ოღონდ კომპლექსი და შიში ცალ-ცალკე ვთქვათ, იმიტომ რომ ორივე აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, სადაც ეს ადამიანი ჩართული იყო, ისინი ყველგან დაამარცხა. იმ მავნე პრაქტიკისა თუ წარსულის დამარცხება, რაც საქართველოში იყო, სწორედ ამ ადამიანის ანგარიშზეა. და მეორე - დღეს რაღაც სალაპარაკო ხო უნდა ჰქონდეთ. მაშინ, როდესაც კონკრეტული ძალები არსებობენ, მათ შორის, თუნდაც დასავლეთში, რომლებიც ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოაბრუნონ, დააშანტაჟონ და გარკვეული მოქმედებები განახორციელონ. თუ რა, თქვენთვის ალბათ ცნობილია. მაგრამ, როცა ეს ადამიანი ამას არ აკეთებს და ის პოლიტიკისგან დისტანცირებულია, პიარის საფუძვლად სჭირდებათ, რომ პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ებრძოლონ, რომ თითქოს არ გასულა. და მეორე, დააშანტაჟონ და იმ საერთო შანტაჟის სქემაში ესენი ჩაერთონ "წარმატებულად".
tbl.ge/63j7
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლების წევრების მიერ აშშ-ს ელჩისა და სხვა დასავლელი პარტნიორების მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაგეგმილი და მათთან შეთანხმებული.
ამავე თემაზე
- პრემიერი: გვაქვს ისეთი მიღწევები, რომელთა წყალობითაც წინსვლას ვაგრძელებთ
- დარჩიაშვილი: ღარიბაშვილის ლიდერობით, გარე საფრთხეებთან წარმატებით გამკლავება შევძელით
- დავითაშვილი: ჰააგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, არ ვარ საქმის კურსში
- წულუკიანი: ჩვენს ტყავზე გადაიარა ენმ-ს გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ ჰააგაში, სტრასბურგში
- ოდიშარია ოპოზიციას: პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა ქართულ ოცნებაზე ლაპარაკობთ