ლარის კურსი

ლარი 3 აგვისტოსაც გამყარდა – 2.8-იან ნიშნულს ევროც ჩამოცდა

CBW.ge

ლარი დოლართან მიმართებით 0.79 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.95 თეთრით. 3 აგვისტოს ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7332 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7835 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.77 ლარია, ერთი ევროსი - 2.84 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.74 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.80 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. ივლისში ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.

კომენტარები