ჰოლივუდი

სუპერცხოველთა ლიგა ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია

Cavea

კინოსტუდია DC-ის ანიმაცია სუპერცხოველთა ლიგა ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია. ფილმმა გამხსნელ უიქენდზე 23 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სუპერცხოველთა ლიგა შინაური ცხოველების ჯგუფია, რომელიც საკუთარი სუპერგმირი პატრონების გადარჩენას ცდილობს. მთავარ გმირებს დუეინ ჯონსონი, კევინ ჰარტი, ჯონ კრასინსკი და კიანუ რივზი ახმოვანებენ.

კინოგაქირავებაში მეორე ადგილი ჯორდან პილის ახალმა ჰორორმა, Nope-მა დაიკავა. ფილმმა გამხსნელ უიქენდზე 18.5 მილიონი მოაგროვა.

სუპერცხოველთა ლიგის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია. ჯორდან პილის ახალი ნამუშევარი კი დიდ ეკრანზე 5 აგვისტოს გამოვა.

კომენტარები