კოსოვო-სერბეთი

გონჩარენკო: თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, უკრაინა მზადაა, ადგილზე იმოქმედოს ჯართან ერთად

თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, ჩვენ უნდა დავიცვათ კოსოვოელები. უკრაინა მზად არის, იმოქმედოს ჩვენს ჯარებთან ერთად ადგილზე. სერბეთი აგრესიული ომის დაწყებას ცდილობს, ზუსტად პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი არის პუტინის ტროას ცხენი ევროპაში. ომი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საშინელებაა. 

დაწერა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ოლეკსეი გონჩარენკომ TWITTER-ზე. კოსოვო-სერბეთის საზღვარზე, სადაც ეთნიკური სერბები დემონსტრაციას მართავენ, დაძაბულობაა.

კომენტარები