ტრაგედია გუდაურში

გუდაურში დაშავებულ ინსტრუქტორს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, გუშინ, 29 ივლისს გუდაურში პარაპლანით ჩამოვარდნისას დაშავებულ ინსტრუქტორს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  

"ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ ჩაუტარდა გადაუდებლად ოპერაცია. იმყოფება ქირურგიულ დეპარტამენტში დაკვირვების ქვეშ. ამ ეტაპზე, დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს". - ამბობს ლევან რატიანი ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში.   

29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა - ინსტრუქტორი დაშავდა, მასთან ერთად მყოფი ტურისტი კი მოგვიანებით დაიღუპა. მათ გადასარჩენად წასული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი - ეკიპაჟის 2 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღეა. 

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ასევე, შსს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, "საინტერესოა, პარაპლანზე ლიცენზია როგორ გაიცემა", მისივე სიტყვებით, საკითხს შეისწავლია, მანამდე კი პარაპლანით ფრენები შეჩერდება. 

კომენტარები