აშშ-რუსეთი

აშშ-მ რუსეთის 2 მოქალაქესა და 4 იურიდიულ პირს ბოროტი გავლენების გამო სანქციები დაუწესა

აშშ-მ რუსეთის ორ კერძო და ოთხ იურიდიულ პირს ბოროტი გავლენების გამო სანქციები დაუწესა

"კერძო და იურიდიული პირები, რომლებიც სიაში დღეს შევიდნენ, ითამაშეს სხვადასხვა როლები შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებსა და პარტნიორებში, მათ შორის უკრაინაში, მანიპულაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობებში". – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო სახაზინოს განცხადებაში. 

კერძო პირებიდან სანქციები შეეხოთ ნატალია ბურლინოვასა და ალექსანდრ იონოვს.

ალექსანდრ იონოვი არის რუსეთის ანტიგლობალისტური მოძრაობის პრეზიდენტი (2011 წლიდან), ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა დირექტორატის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი (2013 წლიდან), რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის – რუსეთის ოფიცრების პრეზიდიუმის წევრი, მოძრაობა ანტიმაიდანის კოორდინაციული საბჭოს წევრი (2014 წლიდან). მას კიდევ რამდენიმე პოზიცია უჭირავს. 

ნატალია ბურლინოვა საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი – "კრეატიული დიპლომატიის" პრეზიდენტია. 

სანქცირებულ იურიდიულ პირებს შორის არიან: რუსეთის ანტიგლობალიზაციის მოძრაობა, საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი, იონოვ ტრანსკონტინენტალი და შეაჩერე იმპერიალიზმი – გლობალური საინფორმაციო სააგენტო.

კომენტარები