ტრაგედია გუდაურში

დაიღუპა ტურისტი, რომელიც პარაპლანის კლდეზე შეჯახებისას დაშავდა

დაიღუპა ტურისტი, რომელიც პარაპლანის კლდეზე შეჯახებისას დაშავდა. მასთან ერთად მყოფი საქართველოს მოქალაქე კი მაშველებმა ამოიყვანეს. განცხადება ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გააკეთა. 

ასევე, დაიღუპა ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი. 

დღეს, 29 ივლისს გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ფეთქდება ვერტმფრენი. სამაშველო ვერტმფრენით მედიკოსები და მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც პარაპლანით კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. 

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები