მკვლელობა

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ფაქტი გახსნეს და მკვლელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს  - 2000 წელს დაბადებული დ.ჯ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა". - წერია განცხადებაში.  

მანამდე, შსს-მ საქმეზე 7 ადამიანი დააკავა

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მკვლელობა გუშინ, 28 ივლისს მოხდა. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. 

კომენტარები