ვენესუელა-კოლუმბია

ვენესუელა და კოლუმბია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ

ვენესუელა და კოლუმბია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ

კოლუმბია და ვენესუელა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ, რომლებიც ერთმანეთს სასაზღვრო ქალაქ სან კრისტობალში შეხვდნენ.

კარაკასთან ურთიერთობების აღდგენა კოლუმბიის ახლად არჩეული მემარცხენე პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს ერთ-ერთი დაპირება იყო. მთავრობები საკონსულოების გახსნას გეგმავენ.

ვენესუელას და კოლუმბიას შორის ურთიერთობა წინა პრეზიდენტის, ივან დუკეს დროს დაიძაბა, რომელმაც 2019 წელს მადუროს მეორე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა არალეგიტიმურად ცნო.

ამასთან ერთად, 2021 წლის ოქტომბრამდე, ორ ქვეყანას შორის საზღვრები დაკეტილი იყო.

კომენტარები