ვენესუელა-კოლუმბია

მადუროს თქმით კოლუმბია ვენესუელაზე თავდასხმას აპირებს

ნოკოლას მადურო
Reuters

ნიკოლას მადურომ ვენესუელის შეიარაღბულ ძალებს მზადყოფნისაკენ მოუწოდა და საზღვარზე სამხედრო წვრთნები დააანონსა. მისი თქმით კოლუმბიის მთავრობა ვენესუელაზე თავდასხმას აპირებს.

გასულ კვირას კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების (FARC) მებრძოლებმა გასულ კვირას ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც ხელახალ შეიარაღებას აანონსებენ. კოლუმბიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვიდეო ვენესუელის ტერიტორიაზეა გადაღებული. აშშ-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვენესუელის მთავრობა კოლუმბიურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს თავშესაფარს აძლევს.

კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკე მარკეზმა პირობა დადო, რომ აჯანყებულ ჯგუფებს დასჯის. დაჯგუფების ლიდერები კი ამბობენ, რომ შეიარაღბულ ბრძოლას უბრუნდებიან, რადგან დუკემ 2016 წელს დადებული სამშვიდობო შეთანხმების პირობები დაარღვია.

წვრთნები 10-დან 29 სექტემბრამდე ჩატარდება კოლუმბიის მოსაზღვრე შტატებში. მიმდინარე წელს ეს მესამე მსგავსი ტიპის წვრთნებია.

კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მადუროს განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ. მთავრობის წარმომადგენლები კი უარყოფენ, რომ ვენესუელაზე თავდასხმა იგეგმება.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ ვენესუელის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაჯგუფებების გამოსავლენად სატელიტური სურათების გამოყენებას მხარი დაუჭირა. მისი თქმით კოლუმბიის მთავრობასთან თანამშრომლობას და დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები