რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ხერსონის ოლქში ბოლო ორ კვირაში სამი სოფელი გავათავისუფლეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 3 სოფელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას გენშტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე ალექსეი გრომოვი ავრცელებს. 

"ჩვენი სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები აგრძელებენ ხერსონის ოლქის თანდათანობით განთავისუფლებას რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებისაგან. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ივანოვკა და ლოზოვოე გათავისუფლდა, ანდრეევკა განთავისუფლდა ამ კვირაში".- თქვა გრომოვმა ბრიფინგზე. 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, ოკუპანტები დამატებით ძალებს ათავსებს უკრაინის სამხრეთით, მაგრამ უკრაინელები მიზნად ისახავენ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხერსონზე კონტრშეტევა ძალას იკრებს. მათი შეფასებით, უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, გაამაგრა პოზიცია ინგულეცის მდინარესთან, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანტოვოსკის ხიდის მონაკვეთი ამერიკული HIMARS-ების მეშვეობით გაანადგურეს.

BBC-სთან დასავლელი სამხედრო წყაროები ამბობენ, რომ ანტონოვსკის ხიდი "აბსოლუტურად გამოუსადეგარია".

კომენტარები