არ ვიცი, არახამია რა თამაშს თამაშობს. ამ ადამიანს სერიოზულად მართლა ვერ აღვიქვამ. ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული გვარის მქონე ადამიანი ასე იქცევა იმ ქვეყანაში, რომელსაც დღეს ალბათ ყველაზე მეტად უჭირს მსოფლიოში. ის ჩვენ კი არა, პირადად საკუთარ თავს თუ დაეხმარება და თუ ამას მოახერხებს, უკვე წარმატებულ ადამიანად ჩავთვლი. ამავდროულად, ის იმ სამშობლოსადმი, რომელმაც შვა, გამოირჩევა ზიზღით, ლანძღვით და ა.შ. ამაზე უფრო დიდი უბედურება რა უნდა დაემართოს ადამიანს. ამიტომ, თუ ის მოახერხებს, რომ თავის თავს უშველოს, წარმატებულად ჩაითვლება, მაგრამ ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს. საკუთარი თავისა და თავისი იმ ქვეყნისთვის ვერ უშველია, რომელმაც ის იშვილა.
tbl.ge/63an
დაკოპირდა

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია ამბობს, რომ მზად არის, პირადად ჩამოვიდეს და ქართველი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დააკავშიროს, ოღონდ ერთი პირობით, თუ კონკრეტული პარტია ან პოლიტიკოსი პრორუსი არ იქნება.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




