რუსეთი-ირანი

შესაძლოა, ირანმა რუსეთს თვითმფრინავების ნაწილები და აღჭურვილობა მიაწოდოს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, თეირანი, ირანი, 2015 წლის 23 ნოემბერი
REUTERS/Alexei Druzhinin/Sputnik/Kremlin/File Photo

ირანმა, შესაძლოა, რუსეთს თავის ტერიტორიაზე წარმოებული თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილები მიაწოდოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ხელი მოაწერონ თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ირანის საშუალებას მისცემს რუსეთს სარემონტო და ტექნიკური მომსახურება გაუწიოს.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ირანში ვიზიტისას ქვეყნის უმაღლეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა.

ხამეინის თქმით, თეირანმა და მოსკოვმა დასავლური ტყუილების წინააღმდეგ სიფხიზლე უნდა შეინარჩუნონ. გარდა ამისა, ხამენეიმ პუტინს გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

უკრაინასთან დაკავშირებით ხამენეიმ აღნიშნა, რომ ომი სასტიკი და რთული მოვლენაა და ირანს სულაც არ ახარებს ის ფაქტი, რომ რიგით მოქალაქეებს მსგავს ვითარებაში ცხოვრება უწევთ. 

რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ხამენეიმ თქვა, რომ აუცილებელია დოლარის გლობალური ვაჭრობიდან ამოღება, თუმცა, ამას დრო დასჭირდება. 

"აშშ დოლარი გლობალური ვაჭრობიდან თანდათან უნდა მოიხსნას, ამის გაკეთება ეტაპობრივადაა შესაძლებელი". - აღნიშნავს ირანის უმაღლესი ლიდერი. 

კომენტარები