რუსეთი

ირანის უმაღლესმა ლიდერმა, ხამენეიმ პუტინს გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ მოუწოდა

REUTERS

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ირანში ვიზიტისას ქვეყნის უმაღლეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა.

ხამეინის თქმით, თეირანმა და მოსკოვმა დასავლური ტყუილების წინააღმდეგ სიფხიზლე უნდა შეინარჩუნონ. გარდა ამისა, ხამენეიმ პუტინს გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

უკრაინასთან დაკავშირებით ხამენეიმ აღნიშნა, რომ ომი სასტიკი და რთული მოვლენაა და ირანს სულაც არ ახარებს ის ფაქტი, რომ რიგით მოქალაქეებს მსგავს ვითარებაში ცხოვრება უწევთ. 

რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ხამენეიმ თქვა, რომ აუცილებელია დოლარის გლობალური ვაჭრობიდან ამოღება, თუმცა, ამას დრო დასჭირდება. 

"აშშ დოლარი გლობალური ვაჭრობიდან თანდათან უნდა მოიხსნას, ამის გაკეთება ეტაპობრივადაა შესაძლებელი". - აღნიშნავს ირანის უმაღლესი ლიდერი. 

კომენტარები