Rokva ფესტივალი

Nouvelle Vague, მიშელ გურევიჩი და ბენჯამინ კლემენტინი – 29 ივლისს ფესტივალი ROKVA დაიწყება

ROKVA Festival

29, 30 და 31 ივლის რაჭაში, კურორტ შოვში 3-დღიანი მუსიკალური ფესტივალი ROKVA გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგებიან ცნობილი ფრანგული ქავერ ბენდი Nouvelle Vague, რუსული წარმოშობის კანადელი არტისტი, მიშელ გურევიჩი და ბრიტანელი ავანგარდ შემსრულებელი, ბენჯამინ კლემენტინი. ასევე, ქართველი არტისტები: Bedford Falls, Mellow, Killages, თამადა, არა, კოლექტივი და სხვები.

რაც შეეხება ღამის სცენას, მსმენელის წინაშე ელექტრონული შემსრულებელი: Jorjick, Zesknel, THE BRVTALIST, Unhuman, Seqta, Kancheli  და სხვები. პარალელურად იმუშავებს კომუნა Mzesumzira-ს სცენაც, სადაც მათი რეზიდენტების მოსმენას შეძლებთ.

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ტერიტორიაზე იქნება ბარები, საკვები ობიექტები და საკარვე ზონა. 

როგორც 1-დღიანი ასევე, 3-დღიანი ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე და eventer.ge-ზეა შესაძლებელი.

კომენტარები