ბიძინა ივანიშვილის წერილი

კალაძე: ივანიშვილის წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, დარწმუნებული ვარ, გაეცემა პასუხი

ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია დატოვა პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის თანამდებობა, ის აღარ არის პოლიტიკაში, ასე რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და დარწმუნებული ვარ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი...

ეს ხომ ციდან მოტანილი თემა არაა, თუ როგორ მოგვიწოდებნენ პირდაპირ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი. პირდაპირ იყო საუბარი ომში შეხიდებასთან დაკავშირებით...

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის წერილზე. ივანიშვილი წერს, რომ ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. აგრეთვე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

კომენტარები