ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 2012 წელს გამარჯვებით შემოვიდა და დღესაც გამარჯვებული მიდის პოლიტიკიდან. შესაბამისად, ის შემოვიდა მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მის გარდა პრაქტიკულად იმედი აღარ არსებობდა. დაალაგა ისე, როგორც მას მიაჩნია, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ხელისუფლება და ინსტიტუტები და როდესაც ქვეყანა დადგა დემოკრატიის შეუქცევად რელსებზე, ის გადის ამ პოლიტიკიდან. მმართველი გუნდისთვის, რა თქმა უნდა, იყო ფუფუნება იმხელა რესურსის და შესაძლებლობების მქონე ადამიანის პარტიის ლიდერობა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მიღებულია მისი მხრიდან, მიღებულია ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიის დაარსებიდან გამომდინარე და მისი მხრიდან მომავალში რაიმე პოლიტიკურ მოძრაობებს არ უნდა ველოდოთ...
ბიძინა ივანიშვილის წერილი
დავითულიანი ივანიშვილზე: "ოცნებისთვის" ამხელა რესურსის ადამიანის ლიდერობა ფუფუნება იყო
tbl.ge/5dio
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე, სადაც ის ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის მისაღწევად
- ივანიშვილი: არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ არა ქვეყნის გამოყენების ხარჯზე
- ბრძენ ქართველ ხალხს ვერავინ გააცურებს - ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს
- კალაძე: ივანიშვილის წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, დარწმუნებული ვარ, გაეცემა პასუხი
- ივანიშვილი: სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს




