ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ ამდენ დროს ვუთმობთ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად ქართული გვარი აქვს, დაბადებულია რუსეთში, აღზრდილია და საქართველოს მოსახლეობას რუსულად გვესაუბრება, რუსული ტექსტებით. ერთი ჩვეულებრივი, შემთხვევით მოხვედრილი მდიდარი ნაძირალაა უკრაინის ხელისუფლებაში, რომლის ინტერესების სფერო პოლიტიკას სცილდება და შეურაცხყოფაში გადადის. ჩვენს ლიდერებს, ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს აყენებს შეურაცხყოფას. ნაძირალაა, მეტი არაფერი. არახამია არის არაკაცი. ეს ფორმულირება შეგიძლიათ, ჰედლაინად გაიტანოთ, რადგან ჩვენ იმის მიუხედავად, რომ შეურაცხყოფის მცდელობებს გვერდი ავუარეთ, მაქსიმალურად შევეცადეთ, მაინც არ ჩერდება. ე.ი გეგმაზომიერი სტრატეგია აქვს. აქ რომ ჰყავს ნაციონალური მოძრაობის ბედოვლათები და ვერაფერს აკეთებენ, ვითომ ახლა იქიდან მეორე ფრონტი გახდა. ეს არ გამოუვა. საქართველო-უკრაინის ურთიერთობები საუკუნეებს მოიცავს და არახამიასნაირები ჩვენს ძმობას ვერაფერს დააკლებენ. ძალიან დიდ დროს უთმობთ ამ შემთხვევით მოხვედრილ ადამიანს. ცოტა ხანში ნახავთ, უკრაინელი ხალხი არახამიასა და მისნაირებს თავის ადგილს მიუჩენს, რადგან მგონია, რომ უკრაინის ინტერესები სათანადოდ დაცული არ არის, მათ შორის არახამიას მხრიდან. სადაც არის არჩეული, იქ რომ ვერ იცავ, იმის დაცული საქართველო არ გაიშვას. კიდევ შეეხება ჩვენს ლიდერებს, ლეგიტიმურად არჩეულ მმართველ პარტიას, ეს იქნება კიდევ ჩვეულებრივი არაკაცის ბოდვა, მეტი არაფერი.
საქართველო-უკრაინა
ზარქუა: ცოტა ხანში ნახავთ, უკრაინელი ხალხი არახამიასა და მისნაირებს თავის ადგილს მიუჩენს
tbl.ge/638f
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერს, დავით არახამიას, რომელმაც მთავარ არხთან ინტერვიუში ქართული ოცნება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე".
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




