ქართული ოცნება

"გასაუბრებაზე მისვლა გვთხოვეს" – გოგაშვილის ფაილებზე ონიანი პროკურატურაში დაიბარეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) წარმომადგენელი, გიორგი ონიანი ამბობს, რომ მათ მიერ გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს ეყრდნობა, პროკურატურაში გასაუბრებაზე მისვლა სთხოვეს. 

"ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით გვთხოვეს გასაუბრებაზე მისვლა პროკურატურაში. ჩვენ ეს მასალა, რომელიც მოგვაწოდა დოკუმენტებთან ერთად მამხილებელმა, გადავეცით საგამოძიებო ორგანოს. როგორც გვითხრეს, ამის საფუძველზე შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყევასთან დაკავშირებით. 

ჩვენ, ბუნებრივია, ყველა მასალა წარვუდგინეთ, ყველანაირად ვეთანამშრომლებით, იმიტომ, რომ ეს მართლაც უმნიშვნელოოვანესი საკითხია, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ამ ქვეყანაში არჩევნების გარშემო მიმდინარე მანიპულაციებს". - ამბობს გიორგი ონიანი.  

TI-ისა და ISFED-ის მიერ 21 ივლისს გავრცელებული მასალების მიხედვით, არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.   

კომენტარები