დნესტრისპირეთი

დუმის დეპუტატი: დნესტრისპირეთის რუსეთთან მიერთება ახლო პერსპექტივაა

დნესტრისპირელი სეპარატისტების აღლუმი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლის, დმიტრი ბელიკის თქმით, რუსეთი სერიოზულად უნდა მიუდგეს მოლდოვის ოკუპირებული რეგიონის, დნესტრისპირეთის შეერთების საკითხს. მისი თქმით, ეს შორის პერსპექტივა არაა. 

"დნესტრისპირეთის შემოთავაზება რუსეთთან შემოერთებაზე არ არის რაღაც უხილავი და შორი მომავალი, უფრო, ეს მიმართულება უახლოესი პერსპექტივისაა. და რადგან იქ ცხოვრობს რუსულენოვანი ხალხი, სულიერად ჩვენთან ახლოს მყოფები, ჩვენ ეს შეთავაზება სერიოზულად უნდა განვიხილოთ". – თქვა ბელიკმა. 

აქამდე, პარასკევს, 22 ივლისს დნესტრისპირეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტალი იგნატევმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ე.წ. მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკას სურს მიაღწიოს დამოუკიდებლობას, რასაც უნდა მოჰყვეს რუსეთთან შეერთება.

კომენტარები