ქართული ოცნება

იონათამიშვილი გოგაშვილის მასალებზე: ძალიან არასერიოზულია, არანაირი ფასი არ აქვს

პარლამენტი

"ძალიან არასერიოზულია, არანაირი ფასი არ აქვს". - ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი არსამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომლებიც, NGO-ების ცნობით, მათ სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა მიაწოდა. დოკუმენტები ასახავს, თუ როგორ ხდებოდა არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზება.  

"თქვენთვის არის სერიოზული, ჩემთვის ძალიან არასერიოზულია და არანაირი ფასი არ აქვს, რასაკვირველია. თქვენ სუს-ის დოკუმენტებს უწოდებთ, ჩემთვის, მინიმუმ, ერთი დისკრედიტირებული ადამიანის დოკუმენტებია და მაქსიმუმ იმ დაინტერესებული ჯგუფის, ვისაც მუდმივად აქვს იმის მცდელობა, რომ რაიმე ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყანას და, საბოლოო ჯამში, ვერცერთხელ ეს ზიანი ვერ მიაყენა". - ამბობს იონათამიშვილი.  

მასალების მიხედვით, ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.   

კომენტარები