რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: რუსეთმა ამერიკის მიერ მიწოდებული ვერც ერთი HIMARS ვერ გაანადგურა

Tony Overman/The Olympian via AP, File

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის თქმით, რუსეთმა ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ვერც ერთი HIMARS-ის განადგურება ვერ მოახერხა.

"უკრაინელები HIMARS შესანიშნავად იყენებენ და შედეგი ბრძოლის ველზეც ჩანს". - აღნიშნა მილმა.

მანამდე, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 4 ახალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას გადასცემს, რაც აშშ-ს მიერ გაგზავნილ HIMARS 16-მდე გაზრდის. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი ოკუპანტების შესაჩერებლად წარმატებით იყენებენ აშშ-ს მიერ მიწოდებულ HIMARS-ებს, რომლის რაკეტებსაც დაახლოებით 70 კმ.-იანი რადიუსი აქვთ. 10 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა HIMARS-ით რუს ჯარს სულ მცირე 11 დარტყმა მიაყენეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კი იმუქრება, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დიდი რადიუსის მქონე შეიარაღების გადაცემას რუსეთის მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გაზრდაც მოჰყვება.

კომენტარები