რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: მიზეზი, რის გამოც სიტუაციის სტაბილიზება შევძელით, HIMARS-ის დროულად ჩამოსვლაა

Tony Overman/The Olympian via AP, File

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს მიერ მიწოდებული მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემები დროულად ჩამოვიდა და უკრაინელ ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე პოზიციების შენარჩუნებაში ეხმარება. 

გენერალმა ზალუჟნიმ თქვა, რომ უმაღლესი ხარისხის იარაღმა მის დანაყოფებს სიტუაციის სტაბილიზების საშუალება მისცა. ამავდროულად, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის HIMARS-ით მტრის სამეთაურო პუნქტებზე, საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობებზე თავდასხმა გამარტივდა.

ზალუჟნის თქმით, იგი მუდმივ კავშირზა აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალ მარკ მილისთან. 

"ჩვენ მოვახერხეთ სიტუაციის სტაბილიზება. ამჟამად, სიტუაცია არის რთული, ინტენსიური, მაგრამ სრულიად კონტროლირებადი.

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენი დაცვის ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნება განაპირობა, M142 HIMARS-ის დროულად ჩამოსვლაა. იარაღი მტრის საკონტროლო პუნქტებზე, საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობებზე მიზნობრივი დარტყმების საშუალებას იძლევა". - წერს ზალუჟნი Telegram-ზე. 

აქამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, მან ოკუპანტების ჯარს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული რაკეტებისა და არტილერიის განადგურება უბრძანა.

კომენტარები