რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: უკრაინისთვის შორსმსროლელი იარაღის მიცემით, ჩვენი მოქმედების გეოგრაფია გაიზრდება

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იმუქრება, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დიდი რადიუსის მქონე შეიარაღების გადაცემას რუსეთის მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გაზრდაც მოჰყვება.

"იმასთან დაკავშირებით, თუ დასავლეთი, როგორი უძლური ბოროტებით თუ სურვილით, მაქსიმალურად გაამწვავოს სიტუაცია, უკრაინას ტენის ამ შორსმსროლელი იარაღებით, HIMARS-ებით, უკვე რეზნიკოვი ტრაბახობს, რომ 300 კმ.-იანი საბრძოლო მასალები მიიღეს, ნიშნავს, რომ გეოგრაფიული დავალებები გადაიწევს ამჟამინდელი ხაზიდან კიდევ უფრო შორს". – თქვა ლავროვმა რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის, Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ლავროვის თქმით, დღეს რუსეთის მოქმედებების გეოგრაფიული არეალი მხოლოდ დონეცკი და ლუგანსკი აღარაა, დაემატა ხერსონი, ზაპოროჟიე და ზოგიერთი სხვა ტერიტორიაც. 

ეს ლავროვის პირველი მსგავსი მუქარა არაა. გასული თვის დასაწყისში ის იმუქრებოდა, რომ რაც უფრო შორსმსროლელ იარაღს გადასცემდნენ უკრაინას, მით უფრო გადაწევდნენ მოქმედებების ხაზს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი ოკუპანტების შესაჩერებლად წარმატებით იყენებენ აშშ-ს მიერ მიწოდებულ HIMARS-ებს, რომლის რაკეტებსაც დაახლოებით 70 კმ.-იანი რადიუსი აქვთ. 

კომენტარები