სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ოცნებიდან არავინ არსად გასულა, უზრდელურად ლაპარაკისთვის თავს იმართლებენ

ესენი რომ გასულები არ არიან არსად, ამაში ორი აზრი არ არის. თვითონაც ამბობენ, რომ ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ეს არის ფორმა, რითიც ჩვენ უფრო თავისუფლად ვსაუბრობთ და საინტერესოა, რომ ეს მესიჯბოქსი არის ზუსტად იგივე და არ გვანან დამოუკიდებელ ადამიანებს. მესიჯბოქსი, გინდა მუნიციპალიტეტებიდან გასული, თუ პარლამენტიდან, არის ზუსტად ერთი და იგივე, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება და ამით თავს იმართლებენ, რომ თვითონაც საკმაოდ უზრდელად ლაპარაკობენ. არ ვიცი ვისი დავალებით [ლაპარაკობენ], თუმცა, რომ გასულიყვნენ ქართული ოცნებიდან, მაშინ, საჭირო იქნებოდა მთავრობიდან ან პარტიიდან ყოფილიყო მათი დაგმობა. მე, რაც მახსოვს, ყველა, ვინც გავიდა და გადადგა ერთი ნაბიჯი ქართული ოცნებიდან, მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება? ღირსეული ადამიანები არიან, რომ დადებითი შეფასებებია და არანაირი დაგმობა მათი ექსტრემალური, უფრო რადიკალური განცხადებების? მგონი, სურათი ყველასთვის ნათელია.

ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან და რეგიონებში საკრებულოებიდან დეპუტატების გასვლას.

კომენტარები